შეხვედრა შპს საქართველოს ბიზნესის აკადემიის საჩხერის ფილიალის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან

შეხვედრა შპს საქართველოს ბიზნესის აკადემიის საჩხერის ფილიალის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან

კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური, სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აგრძელებს პროექტ „მოგზაურ ოფისს“, რაც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის სამსახურის სერვისების და ინფორმაციის ადგილზე მიღების შესაძლებლობას.

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა შპს საქართველოს ბიზნესის აკადემიის საჩხერის ფილიალის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მონაწილეები ასევე გაეცნენ კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის საქმიანობას.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა. გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დასვეს და კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით დეტალურად იმსჯელეს.