შეხვედრა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

შეხვედრა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

4 აგვისტოს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ინიციატივით, პროექტ „მოგზაური ოფისის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კომუნიკაციების ომბუდსმენის წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია, სამსახურის საქმიანობის, მომხმარებელთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით სამსახურის პროექტების – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ დანიშნულებაზე.

შეხვედრის დასასრულს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლებმა სატელეკომუნიკაციო სერვისებთან მიმართებაში დასმულ კითხვებს უპასუხეს.