შეხვედრა სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან

შეხვედრა სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან

2026 წლის 13 ოქტომბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი რამიშვილი.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ შეხვედრაში მონაწილე პირებს, გააცნო სამსახურის საქმიანობა, არსებული მიღწევები და გამოწვევები.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა სამსახურსა და დეპარტამენტს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, კერძოდ, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ საანძო მეურნეობის განთავსების/ექსპლუატაციაში შეყვანის შედეგად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში რადიაციული დასხივების პრობლემურ საკითხებთან დაკშირებით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით სამსახურის პროექტების – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ დანიშნულებაზე.

ასევე, გაზიარებულ იქნა ინფორმაცია დარგში არსებული მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების შესახებ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაისვა კითხვები სატელეკომუნიკაციო სერვისებთან მიმართებაში აქტუალურ საკითხებზე,

ასევე, ყურადღება გამახვილდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების კუთხით სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობების თაობაზე.