შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში
2026 წლის 27 ოქტომბერს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი გვანცა ჩხეიძე და სამსახურის წარმომადგენლები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ თანამშრომლებს და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის 13 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს სატელეკომუნიკაციო მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, მათ შორის, პირველადი ჩართვის სირთულეები და სოფლებში ინტერნეტმომსახურების ხელმისაწვდომობის პრობლემა. ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებით, რიგ სოფლებში ინტერნეტმომსახურება ხელმისაწვდომი არ არის, რის გამოც მოსახლეობას აღნიშნული სერვისით სარგებლობა არ შეუძლია.
შეხვედრის ფარგლებში სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს გამოვლენილი პრობლემების შესახებ.
შეხვედრაზე იდენტიფიცირებულ საკითხებთან დაკავშირებით სამსახური უზრუნველყოფს საჭირო ღონისძიებების განხორციელებას და შესაბამისი ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისთვის ხელმისაწვდომობას.



