შეხვედრა ზუგდიდის ყრუთა კავშირის ბენეფიციარებთან
პროექტ „მოგზაური ოფისი“-ს ფარგლებში, სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლების შესაძლებლობას, ადგილზე ისარგებლონ სამსახურის სერვისებით, დააიდენტიფიცირონ პრობლემური საკითხები და მიიღონ ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის და აღსრულების მექანიზმების შესახებ.
სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ამ მიმართულებით კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა, მიმდინარე წლის 7 ივლისს ზუგდიდის ყრუთა კავშირის ბენეფიციარებთან „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ კამპანიის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.



