შეხვედრა გაიმართა სსიპ- გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან

შეხვედრა გაიმართა სსიპ- გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს.

მიმდინარე წლის 1 ოქტტომბერს შეხვედრა გაიმართა სსიპ- გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მონაწილეები ასევე გაეცნენ კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის საქმიანობას.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა. გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დასვეს და კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით დეტალურად იმსჯელეს.