შეხვედრა ბათუმის მერიის თანამშრომლებთან
5 აგვისტოს, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ინიციატივით, მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია, სამსახურის საქმიანობის, მომხმარებელთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით სამსახურის პროექტების – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ დანიშნულებაზე.
შეხვედრის დასასრულს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლებმა სატელეკომუნიკაციო სერვისებთან მიმართებაში დასმულ კითხვებს უპასუხეს.



