საინფორმაციო შეხვედრა თბილისის საავტორო სკოლა-ქართულ სასწავლებელში

საინფორმაციო შეხვედრა თბილისის საავტორო სკოლა-ქართულ სასწავლებელში

2026 წლის 2 ივნისს კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა თბილისის საავტორო სკოლა-ქართულ სასწავლებელში.

სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს სამსახურის ძირითადი ფუნქციები, საქმიანობის მიმართულებები და მისი მნიშვნელოვანი როლი ტელეკომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორც სატელეკომუნიკაციო მომსახურებების, ისე მომხმარებელთა უფლებებისა და შესაბამისი მექანიზმების შესახებ.

შეხვედრის მიზანი იყო მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება, მათთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობის გამოკვეთა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ციფრულ გარემოში ინფორმაციის სწორად მიღებისა და გამოყენების მნიშვნელობას, რაც ახალგაზრდებს დაეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში