Select Page

რა უფლებები აქვს მომხმარებელს

ვის უნდა მიმართოთ საჩივრით/პრეტენზიით? 

მომხმარებელმა მისი დარღვეული უფლების აღდგენის ან მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის საჩივარი უნდა შეიტანოს :

 პროვაიდერი კომპანიის სპეციალურ, საჩივრების განმხილველ სამსახურში, რომელიც ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს შექმნილი;

  • კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რომელსაც გააჩნია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური;
  • სასამართლოში.

შენიშვნა:  საჩივრის შეტანისას ამ მიმდევრობის დაცვა საჭირო არ არის!

 პროვაიდერ კომპანიას უფლება არ აქვს საჩივრის გამო მომსახურება შეგიწყვიტოთ!

საჩივრის ფორმა და შინაარსი: 

საჩივარი შეიძლება იყოს სატელეფონო, ელექრონული ფოსტის ან წერილობითი საჩივრის ფორმით. მიზანშეწონილია საჩივარი შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • სამსახურის დასახელება, რომელშიც მომჩივანს შეაქვს საჩივარი;
  • საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისის ფაქტობრივი მისამართი;
  • პროვაიდერი (მომსახურების მომწოდებელი) კომპანიის ოფიციალური დასახელება და მასთანგაფორმებული ხელშეკრულების ნომერი;
  • მოთხოვნა;
  • გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა.