2017 წლის 28 ნოემბერს თამთა ტეფნაძე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარ მიზანს ტელეკომუნიკაციების მომხმარებელთათვის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. საჯარო ლექცია მიზნად ისახავდა სტუდენტებისათვის მათი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების გაცნობას.
“გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი” საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრების გამართვა.