მომხმარებელთა უფლებები
[/vc_column_text][/vc_column][vc_column][/vc_column][/vc_row][vc_row full_width=”stretch_row_content_no_spaces” css=”.vc_custom_1567715733265{background-color: #81d742 !important;}” el_class=”kompwvrili”][vc_column][/vc_column][/vc_row][vc_row full_width=”stretch_row_content”][vc_column][et_parent tab_style=”underline” tab_type=”vertical”][et_single icon=”” tab_title=”მომხმარებელთა უფლებები” tab_id=”1567715010401-2″ tab_sub_title=”მომხმარებელთა უფლებები”][vc_row_inner][vc_column_inner width=”1/2″][vc_column_text]რა უფლებები აქვს ელექტრონული კომუნიაკციებისა და მაუწყებლობის სფეროს მომხმარებელს?
- მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი;
- მომხმარებელს უნდა შეეძლოს უფასოდ და შეუფერხებლად, ამომწურავად, გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის 24-საათიანი ცხელი ხაზის მეშვეობით;
- თავისუფლად აირჩიოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობა;
- მიიღოს ინფორმაცია მომსახურების მიწოდებისა და მიღების წესების შესახებ; ასევე, რა ზომებს გაატარებს მიმწოდებელი კომპანია მომხმარებლის მიერ ამ წესების დარღვევის შემთხვევაში;
- ჰქონდეს ინფორმაცია გაწეული ან არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების (საფასურის გადახდის ფორმები), საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის ინფორმაციის შესახებ;
- ფლობდეს ინფორმაციას საშეღავათო სისტემის შესახებ;
- იყოს ინფორმირებული მომსახურების შეზღუდვის ან შეწყვეტის საფუძვლებისა და ხანგრძლივობის შესახებ;
- იყოს ინფორმირებული მიუწოდებელი ან უხარისხო მომსახურებისთვის გათვალისწინებული საკომპენსაციო პირობების შესახებ;
- მომსახურების ნებისმიერი სახისა და პირობის ცვლილების შემთხვევაში პროვაიდერი კომპანიისგან ეცნობოს ცვლილების განხორციელებამდე სულ ცოტა 10 დღით ადრე;
- გააჩნდეს წინასწარი ინფორმაცია თუკი რაიმე მომსახურებას ესაჭიროება დამატებითი ანაზღაურება (ამ მომსახურების მიწოდებამდე);
- მომსახურების მიმწოდებელ კომპანიაში არსებულ საჩივრების განმხილველ სამსახურში წარდგენილი საჩივარი განხილულ იქნას 15 დღის განმავლობაში, მიღებული გადაწყვეტილება იყოს ყოველმხრივ შესწავლილი და სათანადოდ დასაბუთებული;
- მიიღოს იმ ხარისხის მომსახურება, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით.
ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.[/vc_column_text][/vc_column_inner][vc_column_inner width=”1/2″][vc_single_image image=”1884″ img_size=”full”][/vc_column_inner][/vc_row_inner][/et_single][et_single icon=”” tab_id=”1567715243250-1-6″ tab_sub_title=”საჩივრის ფორმა და შინაარსი” tab_title=”საჩივრის ფორმა და შინაარსი”][vc_row_inner][vc_column_inner width=”1/2″][vc_single_image image=”1887″ img_size=”full”][/vc_column_inner][vc_column_inner width=”1/2″][vc_column_text]ვის უნდა მიმართოთ საჩივრით/პრეტენზიით?
მომხმარებელმა მისი დარღვეული უფლების აღდგენის ან მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის საჩივარი უნდა შეიტანოს :
- პროვაიდერი კომპანიის სპეციალურ, საჩივრების განმხილველ სამსახურში, რომელიც ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს შექმნილი;
- კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, რომელსაც გააჩნია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური;
- სასამართლოში.
შენიშვნა: საჩივრის შეტანისას ამ მიმდევრობის დაცვა საჭირო არ არის!
პროვაიდერ კომპანიას უფლება არ აქვს საჩივრის გამო მომსახურება შეგიწყვიტოთ!
საჩივრის ფორმა და შინაარსი:[/vc_column_text][vc_column_text]საჩივარი შეიძლება იყოს სატელეფონო, ელექრონული ფოსტის ან წერილობითი საჩივრის ფორმით. მიზანშეწონილია საჩივარი შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- სამსახურის დასახელება, რომელშიც მომჩივანს შეაქვს საჩივარი;
- საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისის ფაქტობრივი მისამართი;
- პროვაიდერი (მომსახურების მომწოდებელი) კომპანიის ოფიციალური დასახელება და მასთანგაფორმებული ხელშეკრულების ნომერი;
- მოთხოვნა;
- გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა.
[/vc_column_text][/vc_column_inner][/vc_row_inner][/et_single][/et_parent][/vc_column][/vc_row]