მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2020 წლის 24 დეკემბერს, ონლაინ შეხვედრა გამართა სახელმწიფო რწმუნებულის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვედა სვანეთის მხარის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ონის მუნიციპალიტეტის; ლენტეხის მუნიციპალიტეტისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. პრეზენტაციას “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” უძღვებოდა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელი: ელენე მიროტაძე. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. პრეზენტატორმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.
ბოლო ჩანაწერები
- შეხვედრა შპს „თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებლის“ სტუდენტებთან – 03.10.2024
- შეხვედრა შპს „თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებლის“ წარმომადგენლებთან – 01.10.2024
- დაიჯესტი – სექტემბერი, 2024
- შეხვედრა ქ. შუახევის საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლებთან – 18.09.2024
- შეხვედრა ქ. ადიგენის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან – 12.09.2024
- შეხვედრა ქ. ხობის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან – 11.09.2024
- შეხვედრა ქ. ხონის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან – 09.09.2024
- შეხვედრა ქ. ფოთის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან – 05.09.2024
- შეხვედრა ქ. ვანის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან – 04.09.2024
- დაიჯესტი – აგვისტო, 2024