მიმდინარე წლის 23 ივნისს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეხვედრა გამართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.

გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

მომხმარებელს გააცნო კანონით მინიჭებული უფლებები, კომპანიის ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.