➡️➡️მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერს, შერატონ გრანდ თბილის მეტეხი პალასში, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ეროვნული კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია -„კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ გაიმართა.

➡️➡️ღონისძიების ფარგლებში განიხილებოდა კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები.

➡️➡️კონფერენციაზე ხაზი გაესვა საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, დარგის ექსპერტების და კოლეგა უწყებების წარმომადგენელთა კონფერენციაში ჩართულობას, რამაც კიდევ უფრო გაზრდა სინერგია მონაწილეთა შორის.

➡️➡️მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელი, სოფიო ჯაფარიძე, კონფერენციაზე წარდგა პრეზენტაციით -სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობისა და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ.