მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, თამთა ტეფნაძის ინიციატივით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის თანამედროვე სტანდარტებსა და მოქმედ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვან

ა. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებული არაერთი აქტივობისას გამოვლინდა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ მოქმედ რეგლამენტში არსებული მთელი რიგი ხარვეზები, რის გამოც აღნიშნული რეგლამენტი ვერ პასუხობს სატელეკომუნიკაციო დარგში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და საერთაშორისო მიდგომებს. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ზემოაღნიშნულ რეგლამენტში თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით სათანადო ცვლილებების შემუშავება.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და კომისიის აპარატის დეპარტამენტებში დასაქმებული სპეციალისტები. ასევე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ იმ ოპერატორი კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ყველა სხვა დაინტერესებულ პირს, რომელთა საქმიანობაც მჭიდრო კავშირშია სატელეკომუნიკაციო დარგთან.