17 ივნისს კომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“  წარმომადგენლებს შეხვდა.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა უსინათლო მოქალაქეების წარმომადგენლებს გააცნო სატელეკომუნიკაციო დარგში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობა, აგრეთვე, ის ღონისძიებები, რომლებიც საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ გატარდა და იგეგმება ამ კატეგორიის მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით.

 

თავის მხრივ, საზოგადოებრივი დამცველი გაეცნო იმ პრობლემებსა და საჭიროებებს, რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია შშმ პირთა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად. ყურადღება გამახვილდა  შშმ პირთა აუდიო-ვიზუალურ მასალაზე მაუწყებლების მხრიდან ადეკვატურის წვდომის შესაძლებლობის უზრუნველყოფისა და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურსა და „საქართველოს უსინათლოთა კავშირს“ შორის  ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო დარგში შშმ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.

IMG_4789   IMG_4795

 

IMG_4796   IMG_4807