2025 წლის 23 მაისს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარადგინა.
პრეზენტაციაზე კომუნიკაციების ომბუდსმენმა, ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება, მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სამსახურმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“, სატელეკომუნიკაციო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, საინფორმაციო ხასიათის 125 შეხვედრა გამართა და უშუალო კომუნიკაცია 8120 მომხმარებელთან დაამყარა.
2024 წელს სამსახურში შემოსული 2959 საჩივრიდან, 2808 დაკმაყოფილდა.
ანგარიშის პრეზენტაციაზე, გვანცა ჩხეიძემ შეაჯამა 2024 წელს მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით სამსახურის მიერ განხორციელებული აქტივობები; განიხილა მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკა, რეაგირების შედეგები; ასევე საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციები; ხოლო დასასრულს წარმოადგინა მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებები.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.













































