მომხმარებელთა ინტერესების საზოგადებრივი დამცველი, გვანცა ჩხეიძე, საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გამართა თბილისის თავისუფალი აკადემიის წარმომადგენლებთან.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გაცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.