“იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში.” გვანცა ჩხეიძემ 2021 წლის 9 თებერვალს ონლაინ შეხვედრა გაიმართა თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.კომუნიკაციების ომბუდსმენმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.