Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. “იცოდე შენი უფლებები კომუნიკაციების სფეროში” შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. საზოგადოებრივმა დამცველმა წარადგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მსმენელებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.