შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში მომხმარებელთა უფლებების ეფექტიან დაცვასა და საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა გაციფრულების პროცესთან დაკავშირებული არაერთი აქტუალური საკითხი, მათ შორის: მომხმარებელთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიები, ე.წ. „Set-top box“-ების (სპეციალური მიმღები, იგივე რისივერი) ხარისხის კონტროლი და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ქართულ ბაზარზე ტექნიკის შემომტან კომპანიებთან თანამშრომლობის ფორმები, მომხმარებლებზე ორიენტირებული ზუსტი, სრულყოფილი და გასაგები ინფორმაციის ამსახველი ბროშურები, მაღალმთიან რეგიონებში დასახლებული და სოციალურად დაუცველი მომხმარებლების უზრუნველყოფა სათანადო მხარდაჭერით და სხვ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაციფრულების პროცესის მთელი მიმდინარეობის მანძილზე მჭიდროდ ითანამშრომლებენ საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებულობისა და მაყურებლის კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს

20.06.14.393_n 20.06.14.28_n 20,06,14,5867_n