2020 წლის 2 დეკემბერს ინტერნეტმმართველობის მე-6 ფორუმი ოფიციალურად ონლაინ გაიხსნა. ფორუმს ესწრებოდნენ სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენელები და განიხილეს საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებული პრობლემები. ფორუმში , როგორც მომხსენებელმა, მონაწილეობა მიიღო კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვნცა ჩხეიძემ. საზოგადოებრივი დამცველის მოხსენების თემას წარმოადგენდა: მომხმარებელთა უფლებები და უფლებათა დაცვის სამართლებრივი მექანიზმები.