20 ნოემბერს, თამთა ტეფნაძე გრიგოლ რობაქიძს სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
“ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები” საჯარო ლექციის თემაა, რომელსაც ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი საქართველოს მაშტაბით სხვადასხვა უნივერისტეტებში ატარებს.
შეხვედრების მთავარი მიზანია: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში, რათა მომხმარებლებს გაეცნოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები.
“გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი” საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს 20 უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრების გამართვა.