Select Page

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს საზოგადებრივმა დამცველმა შეხვედრა გამართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან. დამსწრე აუდიტორიის ძირითად ნაწილს წარმოადგენდნენ   ენერგეტიკისა და  ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტები.  გამომდინარე აქედან, სტუდენტებისთვის ლექცია ორმაგად საინტერესო იყო. პირველ რიგში, როგორც უშუალოდ ტელეკომუნიკაციების მომხმარებლებისთვის, ასევე როგორც ამ დარგის მომავალი სპეციალისტებისთვის.

აღინიშნა, რომ აუცილებელია მსგავსი შეხვედრები ხშირი და პერმანენტული იყოს, რათა საზოგადოებამ უფრო მკაფიოდ და კარგად  გააცნობიეროს თუ რა უფლებები აქვთ მათ და როგორ დაიცვან ისინი.

„გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი“ –  საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ 2017- 2018 წლების სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა, რომლის თანახმად ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი 2017 წელს საქართველოს 20 უმაღლესი სასწავლებლის სატუდენტებს  შეხვდება.