დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლა❗️
ძვირფასო მომხმარებლებო,
საქართველოსა და მთლიან მსოფლიოში COVID-19 ვირუსის გავრცელებასთან
დაკავშირებით და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური
მიმდინარე წლის 17 მარტიდან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის.
პრობლემების შემთხვევაში გთხოვთ საჩივარი წერილობითი ფორმით
გადმოგვიგზავნოთ ელ-ფოსტის defender@gncc.ge მეშვეობით, ან შებრძანდეთ
ჩვენი სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.momkhmarebeli.gncc.ge და
შეავსოთ საჩივარი, რომელიც ავტომატურად დაფიქსირდება ჩვენი სამსახურის
ელ-ფოსტაზე. კონსულტაციისთვის ისარგებლეთ ჩვენი სამსახურის
ფიქსირებული ტელეფონით: 032 2 399505 ; ასევე ჩვენი სამსახურის
ოფიციალური ფეისბუქ გვერდით – „მომხმარებელთა ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველი -Communications Ombudsman“. დისტანციური
რეჟიმის პირობებში, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური სრული
დატვირთვითა და მაქსიმალური მობილიზაციით იმუშავებს 09:00 -18:00
საათამდე.
გვჯერა, რომ მალე დავუბრუნდებით ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და დროებითი
ცვლილებები ხელს არ შეუშლის თქვენი პრობლემების მოგვარებას.