Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში გამართა დისტანციური-ონლაინ შეხვედრა.

სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა უფლება-მოვალეობების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, სატელეკომუნიკაციო დარგში არსებული მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების თაობაზე.

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

  • ქუთაისის მუნიციპალიტეტი;
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტი;
  • ხონის მუნიციპალიტეტი;
  • სამტრედიის მუნიციპალიტეტი;
  • ვანის მუნიციპალიტეტი;
  • ბაღდათის მუნიციპალიტეტი;
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი;
  • თერჯოლის მუნიციპალიტეტი;
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტი;
  • ჭიათურის მუნიციპალიტეტი;
  • საჩხერის მუნიციპალიტეტი;
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტი;
  • მესტიის მუნიციპალიტეტი;
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტი;
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტი;
  • ონის მუნიციპალიტეტი;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტი.