კომუნიკაციების მომხმარებელთა ომბუდსმენის – თამთა ტეფნაძის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომხმარებლის საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მხარეთა მორიგებით დასრულდა.

საქმე ეხებოდა ფიზიკური პირის (მ.გ.) საჩივარს, რომლითაც იგი ითხოვდა შპს „მობიტელისგან“ სხვა პირზე გასხვისებული მისი კუთვნილი ნომრის დაბრუნებას.

2014 წლის 29 მაისს გამართულ კომისიის სხდომაზე, დავის ზეპირი განხილვა მხარეთა მორიგებით დასრულდა, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქმის ზეპირი განხილვის ძირითადი მიზანია. შპს ,,მობიტელმა“ მომხმარებელს დაუბრუნა მის მიერ საჩივრით მოთხოვნილი სატელეფონო ნომერი; კერძოდ, კომპანიამ სადავო ნომერი გამოისყიდა ამჟამინდელი მფლობელი იურიდიული პირისგან. ამასთანავე, აღნიშნულ აბონენტს კომპანიამ საჩუქრად გადასცა მობილური ტელეფონი.

საზოგადოებრივი დამცველი დადებითად აფასებს კომპანიის მზაობას ურთიერთთანამშრომლობაზე.