კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დისტანციურ რეჟიმში საინფორმაციო შეხვედრა გამართა: „იცოდე შენი უფლებები კომუნიკაციების სფეროში“. 

შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. 


საზოგადოებრივმა დამცველმა სტუდენტებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები. /