მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიმდინარე წლის 24 მაისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა.

გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.