კომუნიკციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხედიძემ საინფორმაციო აქტივობის ფარგლებში “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, მიმდინარე წლის 13 მაისს შეხვედრა გამართა დიდუბე-ჩუღურეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან.

საზოგადოებრივმა დამცველმა, მონაწილეებს წარუდგენა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები