მომდინარე წლის 10 მაისს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, გვანცა ჩხეიძე თელაცის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.