მიმდინარე წლის 19 აპრილს კომუნიკაციების ომბუდსმენმა. გვანცა ჩხეიძემ, საინფორმაციო აქტივობის ფარგლებში, ონლაინ შეხვედრა გამართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.

საზოგადოებრივმა დამცველმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალ სხვა საკითხები.