მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2021 წლის19 ოქტომბერს ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრობლებთან და დაბა მესტიის საჯარო სკოლების პედაგოგ-მასწავლებლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი და სოფლების: უშგულის, კალის, მუჟალის, მულახის, იფარის, იელის, ლატალის, ეცერის, ჭუბერის, ხაიშის, ცხუმარის, მაზერის, ფარის, წვირმის, ლენჯერის #1 და # 2, ასევე, დაბა მესტიის # 3 საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები. შეხვედრა მიზნად ისახავდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.
ბოლო ჩანაწერები
- შეხვედრა ქ. ხონის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან – 09.09.2024
- შეხვედრა ქ. ფოთის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან – 05.09.2024
- შეხვედრა ქ. ვანის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან – 04.09.2024
- დაიჯესტი – აგვისტო, 2024
- შეხვედრა ქ. სენაკის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან – 26.08.2024
- შეხვედრა ქ. მარტვილის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან – 23.08.2024
- შეხვედრა ქ. საჩხერის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან – 22.08.2024
- შეხვედრა ქ. ამბროლაურის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან – 15.08.2024
- შეხვედრა ქ. ონის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან – 14.08.2024
- შეხვედრა ქ. ყაზბეგის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან – 12.08.2024