Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, აგრძელებს ონლაინ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრა გამართა იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის მხარის 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. საზოგადოებრივმა დამცველმა შხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.

შეხვედრას ესწრებიდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია; ხონის მუნიციპალიტეტის მერია/ City Hall Of Khoni Municipality; ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია; სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია-Samtredia Municipality Hall; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია; თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო; ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია; საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო; ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall; ვანის მუნიციპალიტეტის მერია; ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას წარმომადგენლები.