წინამდებარე დოკუმენტი განმარტავს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის (მისამართი: თბილისი, 0144, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა №4) მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების პრინციპებს, მიზანსა და წესებს.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ვებ-გვერდზე წესებისა და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ამავდროულად ეთანხმება წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას, მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი და უტყუარია, ინფორმაციის მოწოდება მოხდა მომხმარებლის საკუთარი სურვილით და ამისათვის მას გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
ვებ-გვერდზე წესებსა და პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს და უფლებამოსილებას ანიჭებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი იდენტიფიკაციის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.
ტერმინები:
ვებ-გვერდი: www.momkhmarebeli.comcom.ge;
კომუნიკაციების ომბუდსმენი / მონაცემთა დამმუშავებელი: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური (მისამართი: თბილისი, 0144, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა №4), რომელიც განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
მომხმარებელი: ნებისმიერი პირი, რომელიც შედის ვებ-გვერდზე და იყენებს მას ინფორმაციის ან მომსახურების მიღების მიზნით;
მონაცემთა სუბიექტი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;
პერსონალური მონაცემი: ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
1. პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და დაცვას ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2. მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მოქმედების სფერო.
2.1 წინამდებარე პოლიტიკა სრულად ვრცელდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ პერსონალური მონაცემების ავტომატური, ნახევრად ავტომატური, ან არაავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებაზე და გამოიყენება პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში.
2.2 აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომელთა მონაცემებიც მუშავდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ, ასევე, მონაცემთა მიმღებზე და იმ უფლებამოსილ პირებზე, რომლებიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სახელით ან მისთვის ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს.
3. პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები და პრინციპები.
3.1 მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
3.1.1. არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
3.1.2. მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
3.1.3. მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია;
3.1.4. მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა თავად მონაცემთა სუბიექტმა;
3.1.5. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე მისთვის მომსახურების გაწევის მიზნით;
3.2 მონაცემთა დამუშავება ხდება კონკრეტული პრინციპების შესაბამისად:
3.2.1 სამართლიანობა და კანონიერება - პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, პიროვნების ღირსების შეულახავად;
3.2.2 მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნის არსებობა - აუცილებელია, არსებობდეს კონკრეტული მიზანი, რისთვისაც ხდება მონაცემთა დამუშავება. სხვა მიზნებით მონაცემების გამოყენება დაუშვებელია.
3.2.3 პროპორციულობა და ადეკვატურობა - მონაცემები უნდა დამუშავდეს იმ მინიმალური მოცულობით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად; თავად მონაცემებიც, ამ მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
3.2.4 პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა - პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს კანონით განსაზღვრული ვადით ან იმ ვადით, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად.
4. პერსონალურ მონაცემთა კატეგორია და მისი დამუშავება.
4.1 მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ახდენს ძირითადად რამდენიმე კატეგორიის პერსონალური მონაცემის შეგროვებას და დამუშავებას. კერძოდ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, IP მისამართი, რომლის გამოყენებითაც ხორციელდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კუთვნილ ვებ-გვერდზე შესვლა.
4.2 პერსონალური მონაცემების დამუშავება გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით პირის პერსონალური მონაცემების შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას.
4.3 თანხმობას მონაცემთა სუბიექტი გამოხატავს ზეპირად, წერილობით, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული წესით, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება და გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი.
4.4 მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეიძლება დაამუშაოს მონაცემები მომსახურების საჭიროებიდან გამომდინარე ან განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა მონაცემთა დამმუშავებლის დახმარებით. მონაცემთა დამუშავება უნდა შეესაბამებოდეს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ დადგენილ სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
5. ვიდეოთვალთვალი და აუდიო ჩაწერა.
უსაფრთხოების და საკუთრების დაცვის, ასევე მომსახურების ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში მიმდინარეობს შენობის გარე პერიმეტრის, შესასვლელებისა და დერეფნების მონიტორინგი ვიდეოთვალთვალისა და აუდიო ჩამწერი სისტემების მეშვეობით.
6. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა.
6.1 მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შესაძლოა მესამე პირებს გადასცეს შემდეგი მიზნებისათვის: მონაცემთა სუბიექტის სრულყოფილი მომსახურებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, ასევე სხვა მესამე პირებთან, სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.
6.2 მესამე პირს წარმოადგენს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის პარტნიორი ფიზიკური და/ან იურიდიული პირები, სახელმწიფო სექტორში მოქმედი ორგანიზაციები, რომელთან ურთიერთობის და ინფორმაციის გაზიარების აუცილებლობა გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით და/ან სახელშეკრულებლო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებებიდან.
7. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისგან მოპოვება.
7.1 მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შესაძლოა მესამე პირებისგან მოიპოვოს შემდეგი მიზნებისათვის: მონაცემთა სუბიექტის სრულყოფილი მომსახურებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, ასევე მესამე პირებისგან, სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.
7.2. მესამე პირს წარმოადგენს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის პარტნიორი ფიზიკური და/ან იურიდიული პირები, სახელმწიფო სექტორში მოქმედი ორგანიზაციები.
8. მონაცემთა დამუშავება უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
წინამდებარე პოლიტიკის პირობებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, გარკვეული მონაცემების დამუშავებისას შესაძლოა წარმოადგენდეს მონაცემთა დამმუშავებელს და მისი სახელით, ან მისთვის მონაცემების დამუშავება ხდებოდეს უფლებამოსილი პირის მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას გაფორმებული აქვს უფლებამოსილ პირთან შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება.
9. მონაცემთა უსაფრთხოება.
9.1 მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში მიღებულია ისეთი გონივრული ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
9.2 მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში მკაცრად არის დაცული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც მონაცემების დამუშავება სჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
10. მონაცემთა სუბიექტის უფლებები და ვალდებულებები.
10.1 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოსთხოვოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. ასეთ დროს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მოთხოვნის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა უზრუნველყოფს შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:
10.1.1 რომელი კატეგორიის მონაცემები მუშავდება მის შესახებ;
10.1.2 რა მიზნით მუშავდება მონაცემები;
10.1.3 რა სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება მონაცემები;
10.1.4 რა გზით შეგროვდა პერსონალური მონაცემები;
10.1.5 გაცემულა თუ არა მისი მონაცემები მესამე პირზე, ვისზე გაიცა - მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
10.2 მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს და იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ, მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, დაბლოკვა, განახლება, დამატება, წაშლა, ან განადგურება. ასეთ დროს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შესაბამის რეაგირებას ახდენს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
10.3 მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების გარეშე, გამოიხმოს (მოითხოვოს მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება) მის მიერ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისათვის გაცხადებული თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდა მხოლოდ მონაცემთა სუბიქტის მიერ გამოხატული თანხმობის საფუძველზე, კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი ქმედების განხორციელებას ასეთი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
11. საკონტაქტო ინფორმაცია.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: defender@comcom.ge, ან/და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 39 95 05.



