„ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“

„ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“

კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე GCCA • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ, მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენციას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში განიხილება ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ბაზრების გავლენა მომხმარებელთა უფლებებზე, ბავშვებისა და მოწყვლადი მომხმარებლების დაცვა, საზიანო ონლაინ კომერციული პრაქტიკები, ინფლუენსერ-მარკეტინგი და ციფრულ გარემოში მომხმარებელთა ნდობის გაძლიერება.

საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.