შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში

შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია,საკრებულოს წევრები,მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია, სამსახურის საქმიანობის, მომხმარებელთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით სამსახურის პროექტების – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ დანიშნულებაზე.

შეხვედრის დასასრულს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლებმა სატელეკომუნიკაციო სერვისებთან მიმართებაში დასმულ კითხვებს უპასუხეს.