შეხვედრა შპს „საქართველოს მელიორაციის“ თბილისის ცენტრალური აპარატისა და რეგიონული წარმომადგენლობების თანამშრომლებთან

შეხვედრა შპს „საქართველოს მელიორაციის“ თბილისის ცენტრალური აპარატისა და რეგიონული წარმომადგენლობების თანამშრომლებთან

2026 წლის 26 ოქტომბერს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა შპს „საქართველოს მელიორაციის“ თბილისის ცენტრალური აპარატისა და რეგიონული წარმომადგენლობების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამსახურის საქმიანობა, მიღწევები და არსებული გამოწვევები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში წარმოდგენილი იყო სამსახურის პროექტები – „იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისი“, მათი მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ.

ასევე, მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრებისა და განცხადებების განხილვის წესებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესახებ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა საკუთარ საქმიანობაში გამოვლენილი სატელეკომუნიკაციო მომსახურებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს ყურადღება გამახვილდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ აქტივობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.