შეხვედრა ქალაქ თბილისის №159 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

შეხვედრა ქალაქ თბილისის №159 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

2026 წლის 15 ოქტომბერს კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქალაქ თბილისის №159 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს სამსახურის ძირითადი ფუნქციები, საქმიანობის მიმართულებები და მისი მნიშვნელოვანი როლი ტელეკომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორც სატელეკომუნიკაციო მომსახურებების, ისე მომხმარებელთა უფლებებისა და შესაბამისი მექანიზმების შესახებ.

შეხვედრის მიზანი იყო მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება, მათთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობის გამოკვეთა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ციფრულ გარემოში ინფორმაციის სწორად მიღებისა და გამოყენების მნიშვნელობას, რაც ახალგაზრდებს დაეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში.