შეხვედრა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ აპარატის თანამშრომლებთან
2026 წლის 17 ივნისს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ აპარატის თანამშრომლებს შეხვდა.
კომუნიკაციების ომბუდსმენის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამსახურის საქმიანობა, მიღწევები და არსებული გამოწვევები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში წარმოდგენილი იყო სამსახურის პროექტები – „იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისი“, მათი მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ.
ასევე, მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრებისა და განცხადებების განხილვის წესებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა საკუთარ საქმიანობაში გამოვლენილი სატელეკომუნიკაციო მომსახურებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს ყურადღება გამახვილდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ აქტივობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.



