შეხვედრა სსიპ “საქართველოს ეროვნული არქივი”-ს სამეგრელოს რეგიონული არქივის თანამშრომლებთან
პროექტ „მოგზაური ოფისი“-ს ფარგლებში, სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლების შესაძლებლობას, ადგილზე ისარგებლონ სამსახურის სერვისებით, დააიდენტიფიცირონ პრობლემური საკითხები და მიიღონ ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის და აღსრულების მექანიზმების შესახებ.
მიმდნარე წლის 8 ივლისს შეხვედრა გაიმართა სსიპ “საქართველოს ეროვნული არქივი”-ს სამეგრელოს რეგიონული არქივის თანამშრომლებთან.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.



