შეხვედრა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან
2026 წლის 11 ნოემბერს კომუნიკაციების ომბუდსმენი - გვანცა ჩხეიძე სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა.
ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, ამ მიმართულებით სამსახურის როლი და ფუნქციები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში წარმოდგენილი იყო სამსახურის პროექტები – „იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისი“.
ასევე, მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრებისა და განცხადებების განხილვის წესებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა საკუთარ საქმიანობაში გამოვლენილი სატელეკომუნიკაციო მომსახურებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები განიხილეს.



