შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში
2026 წლის 7 ივლისს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერს ნუგზარ გაბელიას და მერიის აპარატის თანამშრომლებს. კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ შეხვედრაში მონაწილე პირებს, გააცნო სამსახურის საქმიანობა, არსებული მიღწევები და გამოწვევები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით სამსახურის პროექტების – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ დანიშნულებაზე.
ასევე, გაზიარებულ იქნა ინფორმაცია დარგში არსებული მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაისვა კითხვები სატელეკომუნიკაციო სერვისებთან მიმართებაში აქტუალურ საკითხებზე,
ასევე, ყურადღება გამახვილდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების კუთხით სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობების თაობაზე.



