შეხვედრა ბაკურიანის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან
კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური, სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აგრძელებს პროექტ „მოგზაურ ოფისს“, რაც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის სამსახურის სერვისების და ინფორმაციის ადგილზე მიღების შესაძლებლობას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 22ივნისს, სამუშაო შეხვედრა შედგა ბაკურიანის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა , შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია, სამსახურის საქმიანობის, მომხმარებელთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა და ამ კუთხით მხარეების სამომავლო თანამშრომლობის საკითხი.



