შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში

შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში

2026 წლის 5 ნოემბერს კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა გამართა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მერის მოადგილეები, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და მერიის სხვა თანამშრომლები.

ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, ამ მიმართულებით სამსახურის როლი და ფუნქციები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სატელეკომუნიკაციო მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, მათ შორის, დაზიანების აღმოფხვრის ვადები, პირველადი ჩართვის სირთულეები და ინტერნეტმომსახურების ხელმისაწვდომობის პრობლემა.

დამსწრე საზოგადოებას გადაეცა სამსახურის საინფორმაციო სტატიათა კრებულები, ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა. ასევე, მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე მიეღოთ კონსულტაციები სამსახურის წარმომადგენლებისგან და საჭიროებისამებრ შეევსოთ განაცხადის ფორმები.

შეხვედრაზე იდენტიფიცირებულ საკითხებთან დაკავშირებით სამსახური უზრუნველყოფს საჭირო ღონისძიებების განხორციელებას და შესაბამისი ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისთვის ხელმისაწვდომობას.